თავში

აკაკი ზოიძე 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად პლებისციტის ან რეფერნდუმის ჩატარებას ითხოვს

აკაკი ზოიძე 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად პლებისციტის ან რეფერნდუმის ჩატარებას ითხოვს
აკაკი ზოიძე 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად პლებისციტის ან რეფერნდუმის ჩატარებას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი უნდა ჩატარდეს. ზოიძის თქმით, მან უკვე მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, რომ მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩასატარებლად. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი შეთავაზება არ იქნება მიღებული, პარლამენტს და პოლიტიკას დატოვებს.

„ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ 2020 წელზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდების გამო, რომელიც აუცილებლად გააღრმავებს საზოგადოებაში დაპირიპისრებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესებზე, არამედ თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე. გადავწყვიტე, რომ უკვე საჯაროდ მიმემართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსთვის, რომ მათ მიიღონ ზომები რეფერენდუმის, ან პლებისციტის ჩატარებაზე 2020 წელსვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემას, რეფერენდუმამდე დარჩენილი დრო გამოვიყენოთ საზოგადოებასთან სამუშაოდ, ჩვენთვის და ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ შედეგები იქნება სავალდებულო და უპირობო მოქმედების სახელმძღვანელო ყველა ჩვენგანისთვის“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system