პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. გადაწყვეტილებას 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

დღესვე, პარლამენტმა მე-10 მოწვევის 150 დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნო, რომელთა შორის არის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიც.