პარლამენტი დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

დღეს საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. 

ფრაქცია „ქართული ოცნების" სახელით პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი. პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა 76-ხმიანი კვორუმით, ფარული კენჭისყრით ჩატარდება.

შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარე იქნება.

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 24 დეკემბერს განაცხადა.