თავში

რატომ გადადგა და სად გააგრძელებს საქმიანობას - კახა კუჭავას განმარტება

რატომ გადადგა და სად გააგრძელებს საქმიანობას - კახა კუჭავას განმარტება
რატომ გადადგა და სად გააგრძელებს საქმიანობას - კახა კუჭავას განმარტება

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა მის მიერ თანამდებობდის დატოვების მიზეზებზე საუბრობს და განმარტავს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გუნდთან ერთად უკვე ერთი თვეა მიმდინარეოს. 

როგორც კუჭავა ამბობს, ის რჩება პოლიტსაბჭოში და მნიშვნელოვან პროექტებზე გააგრძელებს მუშაობს.

კახა კუჭავამ თითოეულ თანამშრომელს და გუნდს მადლობა გადაუხადა.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით ერთ თვეა, გუნდთან ერთად, ამ საკითხზე მქონდა საუბარი. შორს არსად მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც ირაკლიმ ახსენა, თუმცა, დეტალებზე აქ არ ვისაუბრებთ, მომავალში თქვენ გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ პროექტის მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. ეს რა თქმა უნდა, დამატებით ახსნის ყველა იმ მიზეზს, რომელიც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ყოველთვის ვამბობდი და იგივეს გავიმეორებ - პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება.

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს მათი პროფესიონალიზმისთვის, რომელსაც ყოველ დღე ახორციელებენ პარლამენტში. რა თქმა უნდა, მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა, ლიდერშიპს ირაკლი კობახიძეს პირადად და მთლიანად გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ეს ტვირთი მეტარებინა. ბევრი ძალიან საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი ძალიან წარმატებით დაასრულებს და ბევრ სიახლესაც შემოგთავაზებთ. ის ჩემი კოლეგაა, ჩემი მეგობარია. მინდა წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებით მთლიანად იზეიმებს გუნდი და საქართველოც," - ამბობს კახა კუჭავა. 

ცნობისთვის, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system