პრემიერის მოვალეობას მაია ცქიტიშვილი ასრულებს

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს, გადადგომისთანავე უფლებამოსილება უწყდება. პრემიერის მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი. დანარჩენი მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე.

შესაბამისად, პრემიერის მოვალეობას დღეიდან პირველი ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი შეასრულებს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.