აბსოლუტურად ღირსეული შენამატი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას .
„გასულ წელს ამ ულამაზესი და უნიკალური ეკოსისტემის მონახულება უდიდესი გამოცდილება იყო. საქართველოს სიმდიდრის ნაწილი, რომელიც ყველამ უნდა აღმოვაჩინოთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ“, -წერს პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე.
საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.