პრეზიდენტი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეთანხმებას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის გვერდზე დაწერა, რომ ეს საზოგადოების გამარჯვებაა. 

“მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება. ამ გონივრული კომპრომისით და ნაბიჯით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. სახელმწიფოში სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატია ჩვენი საერთო მიზანია”,- ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. 

2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება დღეს შედგა. მის მიხედვით, არჩევნები 120/30-ზე მოდელითა და ერთპროცენტიანი ბარიერით გაიმართება.

ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია საპარლამენტო უმრავლესობის ერთპარტიულ დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.