რა შემთხვევაში შევა პარლამენტში შალვა ნათელაშვილი

შევა თუ არა პარლამენტში შალვა ნათელაშვილი თებერვალში გახდება ცნობილი. გადაწყვეტილების მისაღებად პარტია გამოკითხვას სოციალურ ქსელში ჩაატარებს. 

როგორც პარტიაში ამბობენ, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ გამორიცხავს.