რომან გოცირიძე: ეს არის სამარცხვინო საქციელი

რაც ბათუმში მოხდა, არის სამარცხვინო საქციელი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე საკუთარ Facebook გვერდზე  წერს.

"ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი", - წერს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, გუშინ, ბათუმის ბულვარში გამართულ საპროტესტო აქციაზე მისულ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად თავზე ნაგავი დააყარეს და შეძახილებით "მონა", "მოღალატე" დაატოვებინეს ტერიტორია.