სააკაშვილი განაგებს სიტუაციას, რომელიც სუფევს ნათელაშვილის ფანჩატურში - ვოლსკი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, სააკაშვილს გაუჭირდება იმ ქონების დატოვება და ჩამოსვლა, რაც უკრაინაში და აშშ-ში გააჩნია. 

მისივე განცხადებით, სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში

"ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს. ცოტა რთულია იმ ქონების და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია, მაგრამ მეორე მხრივ, როგორც თვითონ ამბობს: "ხელი გაანძირეთ და ჩამოვალო" - ეს არის მთავარი ფორმულა, რომელსაც სთავაზობს. მე არ მინდა სარკასტული განცხადება გავაკეთო, მაგრამ ერთი უნდა ვთქვა, სამწუხაროა, რომ დღეს სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში," - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "დოჟდის" ეთერში განაცხადა, რომ მას არასოდეს დაუდია კონკრეტულ რიცხვში დაბრუნების პირობა, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გააკეთებს.