სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკვე საქართველოშია.

"დილა მშვიდობისა, საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდებოდა.