თავში

მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი აიღო

მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი აიღო
მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი აიღო

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევი-თბილისის რეისზე ბილეთი აიღო.

როგორც მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, საქართველოში ჩამოსვლას ის 2 ოქტომბერს, არჩევნების დღეს გეგმავს.

"მე ვერ ვიქნები ამ პროცესის გვერდით, საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს არ გადარჩენა გადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის. რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში. მე არანაირი პირადი ამბიცია არ მამოძრავებს, ვაპირებ ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეთ მომავალი. შეხვედრამდე თბილისში", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

თვითმფრინავის ბილეთის ფოტო მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის კომენტარში ატვირთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system