საბოლოო ჯამში მივიღებთ რაციონალურ დოკუმენტს - გიგი უგულავა

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მივიღებთ რაციონალურ დოკუმენტს, რომელშიც მხარეების მთავარი მოთხოვნები აისახება" - ამის შესახებ გიგი უგულავამ შარლ მიშელის დოკუმენტზე "ქართული ოცნების" მხრიდან ხელმოწერის კომენტირებისას განაცხადა. 

მისი თქმით, აქვს იმედი, რომ მხარეები მიიღებენ რაციონალურ დოკუმენტს, რომელშიც მთავარი მოთხოვნები აისახება. 

არსებული დოკუმენტის ფარგლებში რომ არ იყოს გაურკვევლობები და შემდეგ, კიდევ მომდევნო სამი თვე, საზოგადოება რომ არ დავღალოთ იმით, რომ - მე ეს ვიგულისხმე და შენ ეს არ გიგულისხმია, დეტალიზაცია საჭროა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში რამდენიმე საათს გრძელდებოდა. 

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. პარტიის ლიდერებმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ დაადასტურეს, რომ შეთავაზებულ საკითხებს ეთანხმებიან და მზად არიან ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა.

დოკუმენტზე ხელმოწერისთვის მზაობა გამოთქვა პარტია "ევროპელმა სოციალისტებმაც".

ნახეთ, რა წერია დოკუმენტში, რომელიც კრისტიან დანიელსონმა პარტიებს შესთავაზა.