საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება - PHOTO

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ქიმიური წმენდა უტარდება. ამის შესახებ Report.ge-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ პლენარული სხდომის მიმდინარეობისას დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი, რის გამოც სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში ვეღარ მოხერხდა. ამავე მიზეზით გადაიდო „მინისტრის საათის“ ჩატარება. ამჟამად მიმდინარეობს სასესიო დარბაზის სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავება“, – ნათქვამია პსაკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს, რის გამოც 5 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პარლამენტში მომხდარზე პასუხისმგებლობა კი "მოძრაობა" სირცხვილიამ აიღო. "სისტემა ყარს", - დაწერა მოძრაობამ სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით კი ხსნარის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ნივთიერება ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.