საკრებულო დედაქალაქის მთავრობას დღეს დაამტკიცებს

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას - საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს და გამგებლებს დედაქალაქის საკრებულო დღეს დაამტკიცებს.

სხდომა საკრებულოში 16:00 საათზე გაიმართება.

თბილისის 10 რაიონის გამგებელი მერმა კახა კალაძემ წარადგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა და ნდობის გამოცხადება მისი გუნდისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.