სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბეირუთში აფეთქების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ლიბანელ ხალხს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ბეირუთში მომხდარი შოკისმომგვრელი აფეთქების გამო“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ჩემი ლოცვა დაღუპულებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქში აფეთქება მოხდა.

ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.