სალომე ზურაბიშვილი მშვიდობის შეთანხმებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თალიბანსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას მიესალმება. ამის შესახებ მან "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„მივესალმები ავღანეთში სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას. საქართველო, როგორც ავღანეთში მისიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი კონტრიბუტორი, მიესალმება განგრძობითი მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“, - აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. 

აშშ-სა და თალიბანს შორის შეთანხმება დღეს გაფორმდა