თავში

აშშ-სა და თალიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა - VIDEO

აშშ-სა და თალიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-სა და თალიბანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა - VIDEO

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მოძრაობა „თალიბანმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანას და 18 წლიანი კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ განცხადებას BBC ავრცელებს.

ხელმოწერის პროცედურა ყატარში, ქალაქ დოჰაში გაიმართა და მას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო და მოძრაობა „თალიბანის“ ლიდერები ესწრებოდნენ.

სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, აშშ-მა და NATO-მ 14 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს მთელი თავისი ჯარის ავღანეთიდან გაყვანა. თავის მხრივ, აღნიშნულის სანაცვლოდ "ბოევიკებმა" იკისრეს ვალდებულება, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე შეაჩერონ „ალ ქაიდას“ ოპერაციების წარმოება და უზრუნველყონ ტერორისტული დაჯგუფებების შემოტევების თავიდან აცილება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system