სალომე ზურაბიშვილი ვაჟა გაფრინდაშვილს გათავისუფლებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"დამდეგ ახალი წლის მოლოდინი გაგვიმართლდა და მეტად სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა! ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას ყველას გილოცავთ, ვულოცავ მის ოჯახს და ახლობლებს და სრულიად საქართველოს ! მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა!" - წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.