სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთს ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაციისთვის საფრანგეთს მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა. 

"მადლობა საფრანგეთს ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისთვის", - ნათქვამია ტვიტში. 

საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაცია ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან დღეს განხორციელდა. სპეციალური თვითმფრინავი ქალაქ ისტრში დაეშვა. მოქალაქეები  14-დღიან კარანტინს საფრანგეთში გაივლიან, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდებიან.