თავში

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს მოქალაქეები ვუჰანიდან საფრანგეთში ჩაფრინდნენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს მოქალაქეები ვუჰანიდან საფრანგე
საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს მოქალაქეები ვუჰანიდან საფრანგეთში ჩაფრინდნენ

საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ვუჰანიდან დღეს განხორციელდა, უკვე საფრანგეთში არიან. ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. უწყების ცნობით, სპეციალური თვითმფრინავი ქალაქ ისტრში დაეშვა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეებს ესაუბრა საფრანგეთში საქართველოს ვიცე-კონსული. მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ. ისინი 14 დღიან კარანტინს საფრანგეთში გაივლიან.

"საფრანგეთში საქართველოს საელჩო პირად კავშირზე რჩება, როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე ფრანგულ მხარესთან. ამასთან, გაცნობებთ, რომ თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო კვლევა და შედეგად არ დაუდგინდათ კორონავირუსი, თუმცა რჩებიან ადგილზე საკარანტინო პერიოდის დასრულებამდე", - აცხადებენ სამინისტროში.

ჩინეთიდან გამოყვანილი მოქალაქეები საკარანტინო პერიოდს სამედიცინო დაწესებულებებში გაივლიან, რის შემდეგაც საქართველოში გამოემგზავრებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system