შეწყალების აქტი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეთანხმების შედეგად გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. მათივე ინფორმაციით, სამივე პირი საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდნტთან შეთანხმების შედეგად შეიწყალა. 

პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული შეთანხმება კიევში, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის დროს შედგა. 

შეწყალების აქტი 17 ივლისს გამოიცა, რომელიც რომელიც ძალაში 19 ივლისს შევიდა.

ცნობისთვის, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყიფილი წევრი მიხეილ ბატურინი გაათავისუფლეს.