შევიდეს თუ არა პარლამენტში - შალვა ნათელაშვილი გამოკითხვას ატარებს

შევიდეს თუ არა პარლამენტში - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქზე" გამოკითხვას ატარებს.

"გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი აზრი (უმჯობესია დაწეროთ მარტივად "კი" ან "არა").

პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ თქვენს მიერ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით მიიღებს. ერთი და იგივე ადამიანის მიერ რამდენჯერმე დაფიქსირებული პოზიცია ჩაითვლება ერთ ხმად. ყალბი (ფეიქ) ანგარიშების კომენტარები წაიშლება",- წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ გამორიცხავს.