სონღულაშვილი: Fitch-ის შეფასება საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს

"სახელმწიფოში გატარებული თანამიმდევრული და სანდო პოლიტიკა უზრუნველყოფს ქვეყნის შედარებით მდგრადობას შოკების მიმართ", - ამის შესახებ საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, Fitch-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილური, ხოლო ბიზნეს გარემო - მიმზიდველია.

"ეს არის ქვეყნის ხელისუფლების მუშაობის დადებითი შეფასება კორონავირუსის პერიოდში მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისა და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის უზრუნველყოფისათვის", - განაცხადა მან.