თავში

სარეიტინგო კომპანაიმ Fitch საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

სარეიტინგო კომპანაიმ Fitch საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვად დატოვა
სარეიტინგო კომპანაიმ Fitch საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი სარეიტინგო კომპანიამ Fitch უცვლელად, BB დონეზე დატოვა. 

2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში „Fitch“-მა შეამცირა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი “BB-“- დან 'B+'-მდე, ხოლო სლოვაკეთის, ბელარუსის და ლატვიის შემთხვევაში შეამცირა რეიტინგის პერსპექტივა.

"მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო კომპანიის მიერ რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელად დატოვება ნათლად მიანიშნებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური გარემოს მიმართ", - აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. 

სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5.8 პროცენტით გაიზრდება. „Fitch“ - ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system