თეა წულუკიანი: მოსამართლეების კვალიფიკაცია გამოწვევად რჩება

მოსამართლეების კვალიფიკაცია სასამართლოს რეფორმის გზაზე კვლავ რჩება გამოწვევად - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელთა კრიტიკასა და რეკომენდაციას.  

„ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის საფრთხე, როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ არსებობს განვითარების პროცესი, რომელ პროცესაც ჩვენ მთავრობის წევრებმა, თუ მოქალაქეებმა სხვადასხვა სექტორში ხელი უნდა შევუწყოთ, რადგან ინსტიტუციური დემოკრატია არ შენდება 24 საათში და ის არ შენდება 10 წელში, ეს ხანგრძლივი პროცესია და ამ პროცესის გზაზე ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი - ის რომ საქართვფელოში არაერთი რეფორმა ჩატარდა 2012 წლიდან დღემდე. ეს შედეგები არის პოზიტიური, მაგრამ გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ პოზიტიური შედეგები შევინარჩუნოთ. რეფორმები გვაგრძელოთ და მივაღწიოთ იმას, რომ რაც თქვენც, მეც და ნებისმიერ ჩვენთაგანს გვინდა - გვყავდეს კომპეტენტური მოსამართლეები" - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

თეა წულუკიანის თქმით, მოსამართლეების კომპეტენცია კვლავ გამოწვევად რჩება. 

"კომპეტენციის მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაყავს არა მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებში, არამედ იმ კანდიდატებში, ვისაც შეიძლება სურდეს მოსამართლეობა, როგორც კვალიფიციური ხალხი, ასევე ნაკლებად კვალიფიციური. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა რჩება გამოწვევად და ეს უნდა დავინახოთ, როგორც პროგრესის გზაზე განვითარების პროცსი და არა ის, რომ ვთქვათ, უცბად მოვინდომოთ საბოლოო შედეგები" - აღნიშნა მინისტრმა. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა, მოსამართეელბის არჩევის წესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. ასამბლეის თანამომხსენებლები პარლამენტს მოუწოდებენ მოსამართლეები მინიმალური რაოდენობით, იმდენი დანიშნოს, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის არის საჭირო. ასევე გამოთქვამენ შეშფოთებას პროცესის მიმართ, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში გაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატების სია შეადგინა. მათვე თქმით, ყველა ამ ხარვეზის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად რომ გაეთვალისწინებინა.