თავში

ევროსაბჭო პარლამენტს მოსამართლეების მინიმალური რაოდენობის დამტკიცებისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭო პარლამენტს მოსამართლეების მინიმალური რაოდენობის
ევროსაბჭო პარლამენტს მოსამართლეების მინიმალური რაოდენობის დამტკიცებისკენ მოუწოდებს

საქართველოს საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმებიანი, მაგრამ გამოთქვამენ შეშფოთებას პროცესის მიმართ, რომლითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში გაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატების სია შეადგინა.

ამის შესახებ ტიტუს კორლეციანისა და კლოდ კერნი თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„საუბარია მკაფიო და ერთიანი კრიტერიუმების არარსებობაზე – კანდიდატების შერჩევისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადამეტებული უფლებები, კანდიდატების მოკლე ნუსხა და საბოლოოდ კანდიდატების არჩევა, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით. თანამომხსენებლები ასევე აღნიშნავენ, რომ კითხვები გაჩნდა ზოგიერთი კანდიდატების კვალიფიკაციის მიმართ, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აირჩია, ასევე შემაშფოთებელია მკაფიო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ გამოთქმული ბრალდებებიც“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათვე თქმით, ყველა ამ ხარვეზის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ხელისუფლებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად რომ გაეთვალისწინებინა.

„კერძოდ, საუბარია ფარულ კენჭისყრაზე, ერთიან კრიტერიუმებსა და დასაბუთებულ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ეს რეკომენდაციები სწრაფად იქნება გათვალისწინებული და ამოქმედებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ყველა დანიშვნისა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე“, – აცხადებენ ევროსაბჭოს თანამომხსენებლები.

ასამბლეის მომხსენებლების თქმით, მოსამართლეების არჩევა რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში ხდება, რაც მათი შეფასებით, „უნიკალური შესაძლებლობა და პასუხისმგებლობაცაა“.  თუმცა, ასამბლეის თანამომხსენებლები პარლამენტს მოუწოდებენ მოსამართლეები მინიმალური რაოდენობით, იმდენი დანიშნოს, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის არის საჭირო.

„პარლამენტმა უნდა ჩაატაროს ღია და გამჭვირვალე გასაუბრება კანდიდატებთან, რაც დაფუძნებული იქნება ერთიან კრიტერიუმებზე და უნდა იყოს მიღებული კარგად დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, რადგან კითხვები გაჩნდა მოსამართლეობის კანდიდატების კავალიფიკაციასთან დაკავშირებით, პარლამენტმა უნდა დანიშნოს მინიმალური რაოდენობით მოსამართლე, რაც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის. დარჩენილი ვაკანტური ადგილები კი უნდა შეივსოს კანდიდატთა ახალ სიაზე დაყრდნობით, რომელსაც სათანადოდ შეადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უმჯობესია, თუ ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება და იქნება გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system