ცნობილია, სად გააგრძელებს საქმიანობას ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც ტიკარაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის საქმიანობას პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

"3-წლიანი საკმაოდ ინტენსიური საქმიანობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორად მივიჩნიეთ, შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია "ქართულ ოცნებაში", პოლიტსაბჭოში და აქედან გავამყარო ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.