უსაზღვრო სიყვარულს და თავდადებას ვერაფერი აღუდგება წინ! - თალაკვაძე

„ზაზა გახელაძე თავისუფალია და საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა! საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს მისი გათავისუფლებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„განსაკუთრებული მადლობა კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს, ვისი დამსახურებაც უდიდესია.
მადლობა მინდა ვუთხრა ზაზა გახელაძის ოჯახს, მეუღლეს, შვილებს და მშობლებს! მათთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უსაზღვრო სიყვარულს და თავდადებას ვერაფერი აღუდგება წინ!
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და ჩვენ ერთმანეთს დავიბრუნებთ“ –
წერს არჩილ თალაკვაძე. 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობიდან გუშინ გათავისუფლდა.