ვფიქრობ, რომ უსამართლოა - ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში გამოთქმული საყვედური "ქართული ოცნების" მიმართ, უსამართლოა. 

"ვფიქრობ, რომ უსამართლოა. თვითონ კანონმდებლობის შინაარსზე არ წერია, არის პროცედურაზე.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ არ იყო საკმარისი დისკუსია ოპოზიციურ პარტიებთან, რაც ასე არ იყო. კომიტეტებზე ოპოზიციური პარტიები გუშინაც და გუშინწინაც იყვნენ წარმოდგენილი. ახლა იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ და კომიტეტებზე არ დადიან ძალით ნამდვილად ვერ მოვიყვანთ სხდომებზე", -განაცხადა სამხარაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში..

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობის შესახებ განცხადება გაავრცელა.

როგორც დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო იმედგაცუებულნი არიან.