,,ვულოცავ ჩემ ძველ მეგობარს" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს. 

მილოცვის ტექსტსა და ბაიდენთან გადაღებულ ფოტოს სააკაშვილი ,,ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

,,ვულოცავ ჩემ ძველ მეგობარს, ჯო ბაიდენს ინაუგურაციას, რომელთანაც 20-წელზე მეტი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. ჩვენი ურთიერთობა 90-იანი წლებიდან დღემდე გრძელდება. წარმატებებს ვუსურვებ მას და თავისუფალ სამყაროს", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი დღეს ოფიციალურად გახდა.