ელენ დეჯენერესის შოუ დროებით შეჩერდა

"ელენის შოუ" დროებით შეჩერდა. ამის შესახებ ამერიკელმა ტელე-ვარსკვლავმა Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველამ შევიტანოთ წვლილი პანდემიასთან ბრძოლაში. 

"ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, შოუს წარმოება 30 მარტამდე შევაჩეროთ. ჩვენ გვინდა მივმართოთ ყველა პრევენციულ ზომას და დავრწმუნდეთ, რომ წვლილი შეგვაქვს საყოველთაო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მიყვარხართ და ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები. უკვე მოვიწყინე", - დაწერა ელენმა სოციალურ ქსელში. 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ინფიცირებულთა რიცხვმა 3 043 შეადგინა. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირდა 100, ხოლო, გარდაიცვალა 7 ადამიანი. ახალი კორონავირუსის პანდემიას სულ 60 ადამიანი ემსხვერპლა.