მამაკაცი გარდაცვლილ მეუღლეს VR-ის საშუალებით შეხვდა

სამხრეთ კორეაში, ვირტუალური რეალობის VR აპარატის დახმარებით, მამაკაცს გარდაცვლილ ცოლთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Lad BiBle წერს.

პროექტი MBC documentary-ის მიერ I Met You-ის სახელწოდებით ხორციელდება. პროექტის მეორე სეზონში მონაწილეობა 51 წლის კიმ იონგ სომ მიიღო, რომელმაც VR აპარატის საშუალებით საკუთარი გარდაცვლილი მეუღლის საბოლოოდ ნახვა და მასთან გამომშვიდობება შეძლო.

კიმს და მის მეუღლეს 5 შვილი ჰყავდათ და მამაკაცმა პროექტში მონაწილეობა სწორედ ერთ-ერთი ქალიშვილის ინიციატივით მიიღო.

მისი მეუღლე სიმსივნით გარდაიცვალა და როგორც მათი შვილები აცხადებენ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მძიმე ტანჯვა გამოიარა. 

გარდაცვლილი მეუღლის ხილვისას მამაკაცმა ცრემლები ვერ შეიკავა.

"უკვე აღარ გტკივა", - ჰკითხა მამაკაცმა გარდაცვლილ მეუღლეს. 

VR აპარატი შესაძლოა გარდაცვალების შემდეგ ახლობლების ხილვის შეუცვლელი საშუალება გახდეს. მანამდე, სამხრეთ კორეაში, დედამ თავის გარდაცვლილ ქალიშვილთან შეხვედრა შეძლო.