10 ლოკაცია აჭარაში, სადაც COVID-19-ზე უფასო ტესტირება ტარდება

დღეიდან აჭარაში კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,მოქალაქეებს ნიმუშის აღება 10:00 დან 17:00 საათამდე შემდეგ დაწესებულებებში შეუძლიათ:
- N1 პოლიკლინიკა
- N4 პოლიკლინიკა
- საოჯახო მედიცინის ცენტრი,
- თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი
- ევექსის ბათუმის ამბულატორია.

ასევე, დღეიდან ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. ახალი კარავი განთავსდა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარვებში ტესტირება შესაძლებელია 11:00-დან 23:00 საათამდე.

უფასო ტესტირების ჩატარება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაში.

ტესტირებისთვის ქობულეთში კარავი ლოკალიზებულია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 38 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 26 ბათუმში დაფიქსირდა. ინფიცირების 22 შემთხვევა საკონდიტრო მაღაზია ,,დონას" უკავშირდება. დაკეტილია მაღაზიის ფილიალები.