თავში

კორონავირუსის 26 შემთხვევა ბათუმში - ინფიცირების წყარო ცნობილია

კორონავირუსის 26 შემთხვევა ბათუმში - ინფიცირების წყარო ცნობილია
კორონავირუსის 26 შემთხვევა ბათუმში - ინფიცირების წყარო ცნობილია

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა. 

ნონა ეფაძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან 21 არის ,,დონას" კონტაქტია. ჯამში საკონდიტრო მაღაზიაში, ამ დროისთვის, 22 შემთხვევაა გამოვლენილი.

,,ახალი შემთხვევებიდან 1 არის საკარანტინო სივრციდან, 3 შემთხვევა უკავშირდება პაციენტებს, რომლებმაც სიმპტომებით მიმართეს ცხელების ცენტრებს, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 21 კი "დონასთან" დაკავშირებული შემთხვევაა, რომელიც გუშინ გამოვლინდა", - განაცხადა ეფაძემ. 

მისივე თქმით, კონტაქტების მოსაძიებლად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

ეფაძე განმარტავს, რომ მთავარი ღონისძიება რაც ბათუმში გატარდება, გაფართოებული ტესტირებაა.

,,ქალაქში იყო 2 კარავი, სადაც მსურველებს შეეძლოთ ჩაეტარებინათ უფასო ტესტირება, დღეს, 12 საათიდან ემატება მესამე ლოკაცია, კარავი განთავსდება ანბანის კოშკთან და ყოველდღიურად, დილის 11 საათიდან საღამოს 10 საათამდე ჩატარდება უფასო ტესტირება. ამასთან, გაფართოებული ტესტირების ფარგლებში, ქალაქის ყველა პოლიკლინიკა სამუშაო საათებში მიიღებს ნებისმიერ მსურველს", - განაცხადა ეფაძემ.

ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქში მყოფი პირების ნაწილი უკვე გადაყვანილია კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system