230 - საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

დღეს დილით დადასტურებული 9 ახალი შემთხვევის შემდეგ, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ სამით გაიზარდა და 230 გახდა.

მონაცემები უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე stopcov.ge-ზე. 

ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 52 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.