47 წლის ინფიცირებული ქალი, რომელმაც 10-წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპები გააჩინა, გარდაიცვალა

თბილისში, ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით 47 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა.

საკეისრო კვეთის შემდეგ, ქალის მდგომარეობა დამძიმდა და ის ქუთაისიდან ბოკერიას კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იყო. 

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულმა 47 წლის ქალმა 20 აგვისტოს ქუთაისის "კლინიკა ბომონდში" ტყუპები გააჩინა. მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ის შვილებს 10 წლის განმავლობაში ელოდებოდა.