
ქუთაისში, კოვიდინფიცირებული, 47 წლის ქალი ტყუპის დედა გახდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კლინიკა "ბომონდი" ავრცელებს.
"47 წლის ქალბატონი, რომელიც შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა, ტყუპების დედა გახდა. ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას "კლინიკა ბომონდში", ფერიცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა.
აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან 7 ფიზიოლოგიურ, ხოლო 3 კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.
დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.