შეზღუდვები, რომელიც 18 მაისიდან მოიხსნება

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად გრძელდება. 

,,ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებული ცოტა ადრე გადავდგათ", - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა იმ შეზღუდვების შესახებ დაანონსა, რომელიც ქვეყანაში მომავალ კვირას მოიხსნება.

კერძოდ, 18 მაისიდან:

გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები 

დახურულ და ღია სივრცეებში სამი ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება

გაიხსნება მარნეული

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ეტაპს:

15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის

1 ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.