82 წლის კოვიდინფიცრებული გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა - VIDEO

82 წლის კოვიდინფიცირებული, რომელიც თბილის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა და დღეს კლინიკიდან გაეწერა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა ლევან რატიანმა განუცხადა. 

რატიანის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. 

"რამდენიმე პაციენტმა დატოვა კოვიდინფექციის გარეშე ჩვენი კლინიკა, მათ შორის არის 82 წლის ქალბატონი, რომელიც მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში, მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომით, გულის უკმარისობით და სხვადასხვა გართულებებით. ქალბატონი გამოჯანმრთელდა და დღეს გაეწერა სახლში" - განაცხადა რატიანმა. 

რატიანის განცხადებით, კლინიკადნ გაეწერა ასევე მეორე გამოჯანმრთელებული ორსული.

რაც შეეხება არასრულწლოვან პაციენტებს, მისი თქმით, კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს 3 მოზარდი და 1 ახალშობილი. რატიანის განმარტებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.