აჭარაში კორონავირუსზე 396 ანალიზის პასუხი ცნობილია

აჭარაში ჩატარებული 396 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 33 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

- ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 10 773 პირს.

- ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 2 ინფიცირებული პაციენტი.

- ჯამში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 68-მა პაციენტმა.

- 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

- რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა 14 მარტს (იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს.

- აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 2 პაციენტი.

- დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1140 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 6476 პირმა.

შეგახსენებთ, ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 728 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 509 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა.