აჭარაში კორონავირუსის 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 1 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გუშინ ამოქმედებული ახალი პროტოლოკის თანახმად სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 400-მდე პაციენტმა. 

,,დაახლოებით 300 პაციენტი გაეწერა კოვიდ სასტუმროდან, 100-მდე პაციენტი კლინიკებიდან. ამჟამად სტაციონარში მკურნალობს 463 პაციენტი, 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 24 პაციენტი. კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება 957 პაციენტი, 65 არასრულწლოვანი.

ბინაზე მკურნალობს 600-ზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტი. ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია 553 პირს. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი. კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 5866-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 270-ით გაიზარდა და 2324 გახდა.

კორონავირუსის შედეგად საქართველოში 33 პაციენტია გარდაცვლილი.