აფეთქებისას დაშავებული 39 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

გურამიშვილის 34 ნომერში, 16 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის კაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. პაციენტი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. 

,,მდგომარეობა რჩება მძიმე, თუმცა უარყოფითი დინამიკის გარეშე. ტრამვა მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო თერმულ დაზიანებათა ჯგუფს. სხეულის უმეტესი ნაწილი არის დამწვარი. არის სასუნთქი გზების თერმოინჰალაციური დაზიანება. სპონტანურ სუნთქვაზეა, გონზეა, კონტაქტურია", - განაცხადა ექიმმა ქეთევან თარგამაძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაშავებულს, რომელიც მკურნალობას მერვე საავადმყოფოში აგრძელებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტს კლინიკიდან დღეს გაწერენ.

გურამიშვილის ქუჩაზე, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა. 3 მათგანი კლინიკიდან უკვე გაეწერა.