თავში

აფეთქება გურამიშვილზე - დაშავებულთა მდგომარეობა

აფეთქება გურამიშვილზე - დაშავებულთა მდგომარეობა
აფეთქება გურამიშვილზე - დაშავებულთა მდგომარეობა

გურამიშვილის 34 ნომერში, 16 სართულიან საცხოვრებელ კოროუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელიც დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, მძიმეა. 

დამწვრობის ცენტრის მორიგე ექიმის, ირაკლი ჯაშის ინფორმაციით, 39 წლის პაციენტი დამწვრობის ცენტრში დილის 9-ის ნახევარზე შეიყვანეს:

"დამწვრობის ფართი შეადგენს 60-65%-ს, მესამე ხარისხის დაზიანებაა, აღენიშნება სასუნთქი გზების დამწვრობა და დამწვრობითი შოკი, ამ წუთისათვის მდგომარეობა მძიმეა. უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები."- განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება მე-8 საავდმყოფოში გადაყვანილ სამ დაშავებულს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მერვე საავადმყოფოს ექიმი ამბობს, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისი განცხადებით, მათ მსუბუქი დაზიანთაები აღენიშნებათ და დღესვე გაწერენ.

"სამი პაციენტია მოყვანილი, ორი ქალი, ერთ კაცი, მსუბუქი დაზიანებებით. ორ პაციენტს მტევანზე ჰქონდა ჭრილობა, რომელიც დავამუშავეთ, ერთს კი ზოგადი დაზიანებები აქვს. დაზიანებები მსუბუქია, მაგრამ ვაყოვნებთ, ვაკვირდებით, ვიკვლევთ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბინაზე დღესვე გაიწერებიან" - განაცხადა ექიმმა. 

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კოპრუსში აფეთქება დღეს დილით მოხდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system