დიდ დიღომში ავტობუსი დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა დიდ დიღომში, სადაც ქუჩები დაიტბორა.

უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ავტობუსიც. 

კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შესულ შეტყობინებებზე მეხანძრე-მაშველები ოპერატიულად ახდენენ რეაგირებას.

მათივე ინფორმაციით, უწყებაში შეტყობინებები ძირითადად დიღომიდან შედის.