შსს გიორგი რურუას დაკავებას ადასტურებს

,,მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას დაკავება report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

უწყების ინფორმაციით, რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

მეოთხე ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.