ახალციხეში შუახნის კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებულ კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებული, შუახნის მამაკაცი გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. 

როგორც ცენტრში აცხადებენ, უცნობია მამაკაცის დაინფიცირების წყარო.

ამ ეტაპზე ცხელების ცენტრში 8 პაციენტი რჩება, აქედან სამის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველიში ამ დროისთვის კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132. გარდაიცვალა - 5. კარანტინის რეჟიმში 4 949 პირი იმყოფება. ხოლო, სტაციონარში მეთვალყურებობის ქვეშ - 555.