სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მოიხსნა

დღეიდან, 23 მაისიდან, სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მოიხსნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა 17 აპრილიდან იყო აკრძალული. 

ცნობისთვის, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დღეს გაუქმდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა და დარჩა ქვეყანაში, ნახეთ დეტალური ინფორმაცია.