ონსა და ამბროლაურში ხანძრებს ამ დრომდე ებრძვიან

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდეშლებთან ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან, როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ხანძარია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარშიც. ცეცხლი ბალახსა და ბუჩქებს უკიდია. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. 

როგორც საგანგებოში აცხადებენ, ხანძრის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.