ამირან გამყრელიძემ თვითიზოლაცია დაასრულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თვითიზოლაცია დაასრულა, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა და უკვე სამუშაო პროცესს დაუბრუნდა. 

ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს თვითონ ამირან გამყრელიძემ დაუდასტურა.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში 17 ნოემბერს გადავიდა, როგორც მან განაცხადა კონტაქტი  ინფიცირბულ ოჯახის წევრთან ჰქონდა.